1. პრეამბულა

1.1. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „La Clinique”-ს ვებგვერდით სარგებლობის წესების და პირობებს.

1.2. წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „აქსესნეთ“-ს (ს.ნ. 412711123, რეგისტრირებული მისამართი – საქართველო, ქუთაისი, აკ.წერეთლის ქ. N) 142 შორის. 

1.3. შპს „აქსესნეთ“ -ის წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „La Clinique”.

1.4. „La Clinique”-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

1.5. ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა. 

1.6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება „La Clinique”-ის სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია „La Clinique”-ის დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: _________.

1.7. ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს „LaClinique -ზე განთავსებული პროდუქცია. 

1.8. მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს „აქსესნეთ“. 

1.9. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

2. ტერმინთა განმარტება

2.1. წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: 

2.2. La Clinique – (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „აქსესნეთ“ (ს.ნ. 412711123,რეგისტრირებული მისამართზე – საქართველო, ქუთაისი, აკ.წერეთლის ქ. N 142)

2.3. მომხმარებელი – იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს „La Clinique” -ზე განთავსებული პროდუქცია. 

2.4. მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება. 

2.5. მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება. 

2.6. პირდაპირი მარკეტინგი – ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება. 

2.7. რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის შექმნა. 

2.8. ანგარიში – მომხმარებლის მიერ „La Clinique” -ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი. 

2.9. საკურიერო კომპანია – იურიდიული ან ფიზიკური პირი, მათ შორის თავად „La Clinique“, რომელიც ახორციელებს „La Clinique”-ზე შეძენილი პროდუქციის მომხმარებლისათვის მიწოდებას. 

2.10. ქვეკონტრაქტორი საკურიერო კომპანია – კომპანია, რომელმაც „LaClinique”-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლოა  განახორციელოს მომხმარებლისათვის პროდუქციის მიწოდება. 

3. რეგისტრაცია 

3.1. „La Clinique”-ზე პროდუქციის შესაძენად, საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით: 

3.1.1. სახელი, 

3.1.2. მისამართი,  

3.1.3. ელექტრონული ფოსტა,  

3.1.4. სისტემაში შესასვლელი პაროლი 

3.2. მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც. 

3.3. შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს „სისტემაში შესვლას“. 

3.4. სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით: 

3.4.1. სოციალური ქსელით

3.4.2. Google-ით

3.4.3. ელექტრონული ფოსტით 

3.5. მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ: 

3.5.1. მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი; 

3.5.2. იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი; 

3.5.3. არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას „LaClinique”-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით; 

3.5.4. არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის; 

3.5.5. არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით; 

3.5.6. არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით; 

3.5.7. არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით; 

3.5.8. არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა; 

3.5.9. დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს LaClinique-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, La Clinique-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; 

3.5.10. არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს; 

3.5.11. არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე; 

3.5.12. არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის LaClinique-ის გამართულ ფუნქციონირებას; 

3.5.13. არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და La Clinique-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით. 

4. მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა 

4.1. მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში, საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს. 

4.2. La Clinique -ს პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდებაანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. 

4.3. მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე. 

4.4. La Clinique იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში. 

4.5. მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.

5. დაბრუნების პირობები

5.1. La Clinique პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:

5.1.1. უბრალოდ გადაიფიქრეთ შეძენა, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

A. შეძენილი პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;

B. პროდუქტი ჰერმეტულად დაცული საქონელია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;

C. მიწოდებული პროდუქტი მიწოდების დროს მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს;

D. პროდუქტის ღირებულება არ აღემატება ____  ლარს;

E. მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი, ლუქი);

F. პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი;

G. პროდუქტი ჰიგიენური ხასიათის საგანია;

H. პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.

5.1.2. La Clinique – მა არ შეასრულა დანაპირები: 

a. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

b. პროდუქტი დაზიანებულია;

c. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა La Clinique -ის მხრიდან;

d. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი. 

5.2. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა წერილობითი სახით.

5.3. თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ ______; 

5.4. La Clinique ნივთის უკან დაბრუნების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.

5.5. ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას გაიგებთ 5 დღის განმავლობაში.

5.6. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.

5.7. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან;

5.8. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.

5.9. გამონაკლისს წარმოადგენს ________ პროდუქტი. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტის რაოდენობა და ხარისხი შეამოწმოს შეკვეთის მიღების დღეს. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული პროდუქტის რაოდენობა არ შეესაბამება მომხმარებლის მიერ განხორციელებულ შეკვეთას და/ან მიღებული პროდუქტი მომხმარებლის გონივრული ეჭვით არ აკმაყოფილებს ხარისხს მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს La Clinique-ს არაუგვიანეს შეკვეთის მიღებიდან მომდევნო კალენდარული დღის დასრულებამდე და შესაძლებლობის ფარგლებში დაურთოს ხსენებულის დამადასტურებელი ფოტომასალა დანაკლისთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების მიზნით. LaClinique სრულად იხსნის პასუხისმგებლობას განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში.

6. შეძენილი პროდუქციის მიწოდების პირობები 

6.1. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს საკურიერო კომპანია.

6.2. La Clinique, საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს მიაწოდებს საკურიერო კომპანიას ან ქვეკონტრაქტორ საკურიერო კომპანიას. 

6.3. La Clinique მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას გადასცემს საკურიეროკომპანიას რომელიც ახორციელებს პროდუქციის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე. La Clinique-ს პასუხისმგებლობა სრულდება პროდუქციის საკურიერო კომპანიისათვის გადაცემის დროს. პროდუქციის დაკარგვისა და დაზიანების რისკი სრულად გადადის საკურიერომომსახურების გამწევ კომპანიაზე.

7. მომსახურების მიღება 

7.1. შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია როგორც სამუშაო, ასევეარასამუშაო დღეებში.

7.2. მომხმარებლის მიერ La Clinique-ს ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება, თბილისის ტერიტორიაზე, განხორციელდება _______;

7.3. საკურიერო მომსახურების ღირებულება შეადგენს: _____;

8. ანგარიშსწორების წესი

8.1. ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

8.2. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდებაანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.

8.3. La Clinique-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.

8.4. ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.

8.5. ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

9. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა 

9.1. თუ La Clinique მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარეწესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციისმითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადიანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილიშეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინებისმიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს La Clinique-ს გუნდს.

10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა 

10.1. La Clinique შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.

10.2. მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.

10.3. La Clinique პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.

10.4. La Clinique იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

10.5. La Clinique გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.

10.6. La Clinique სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.

10.7. La Clinique იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით – ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.

11. შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას

11.1. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. La Clinique მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

11.2. მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, La Clinique-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს LaClinique-ს კანონით დაცულ ინტერესებს.

12. მარკეტინგი 

12.1. ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.

12.2. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს La Clinique-ს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.

13. საავტორო უფლებები 

13.1. La Clinique-ს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქპატენტში და წარმოადგენს შპს „აქსესნეთ“-ს საკუთრებას.

13.2. La Clinique-ს სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, La Clinique-ს წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს La Clinique-ს სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს La Clinique-ს რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, La Clinique უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება La Clinique-სათვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდეს La Clinique-ს მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.

13.3. ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.

14. მოქმედების ვადა და შეწყვეტა 

14.1. წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.

14.2. წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის La Clinique-ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

15. მესამე მხარე

15.1. La Clinique იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთანმიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებულიიყოს La Clinique-ს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები დაპირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდესწინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, La Clinique მომხმარებელსმოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდისგამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

16. მარეგულირებელი კანონმდებლობა

16.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტებასაქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

16.2. მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებითგადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებითდასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიანმიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

16.3. წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არგამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.

17. ცვლილებები და დამატებები

17.1. La Clinique იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებებიან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, La Cliniqueმომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევსმომხმარებლის თანხმობად.