ენდოსფეროთერაპია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა ესთეტიკურ მედიცინაში. თერაპია კომპრესიულ მიკროვიბრაციიას იყენებს, რაც საშუალებას გვაძლევს  გაცილებით სწრაფად მივიღოთ სასურველი შედეგი.

მიკროვიბრაცია სისხლის მიკროცირკულაციას ააქტიურებს და აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს. კომპრესია კი, სხეულში სითხის გადინებასა და დეტოქსიკაციის პროცესებს იწვევეს. 

სახის გაახალგაზრდავებისთვის ენდოსფეროთერაპია მკურნალობის სამ ფაზას მოიცავს. მკურნალობა თქვენი სახის კანის ჯანსაღ შეფერილობას, ელასტიურობასა და ფორმას უზრუნველყოს, ებრძვის მუქ ლაქებს და ამცირებს  მუქ შეფერილობას თვალის გარშემო. თერაპიის დახმარებით ჩქარდება კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის მჟავის გამომუშავება, რაც თავისთავად სახის კანის ჯანსაღ ბზინვარებას იწვევს.

ჩვენი სპეციალისტები ენდოსფერო თერაპიას იტალიური კომპანიის სამეცნიერო კომიტეტის მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით ახორციელებენ.