SKIN BAR -ი წარმოადგენს არაინვაზიური, არაინექციური, დაბერების საწინააღმდეგო მკურნალობას, რომელიც თვალსაჩინო და ხანგრძლივ შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ იძლევა. ის სახის კანის მოვლის არაკაბინეტურ, ექსპრეს პროცედურებს აერთიანებს, რომლებიც ყველა ტიპის კანზეა მორგებული და ზედაპირული წმენდის, მსუბუქი პილინგის, ნივთიერებათა ცვლის გაძლიერების და ღრმა დატენიანების ეტაპებს მოიცავს.

SKIN BAR -ის მთავარი პრიორიტეტი თქვენი დრო და თქვენი კანის სიჯანსაღის უზრუნველყოფა.

ფიქსირებული დრო და ფასი

სახის კანის მკურანლობის პროცედურა ზუსტად 30-60 წუთში.  პროცედურების ფასები გამჭვირვალე და ფიქსირებულია.

ხარისხი და ეფექტურობა:

SKIN BAR სესიის დასაწყისში, ჩვენი კანის მოვლის ექსპერტები  საფუძვლიანად იკვლევენ თქვენი კანის  მდგომარეობას და ქმნიან პერსონალიზებულ სახის კანის მოვლის გეგმას. პროცედურების დროს ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო ბრენდების პროდუქტებს, როგორებიცაა: Gigi Cosmetics, Unicskin, Dermapen etc.

Skin Bar Treatments:

  • Basic (30 წუთი);
  • Specials (60 წუთი);
  • Hero Facial (60 წუთი)

SKIN BAR კონცეფცია მოიცავს 3 ფუნდამენტურ პროცედურათა ნაკრებს, თითოეული, ინდივიდუალური სურვილებისა და კანის მდგომარეობიდან გამომდინარე ადაპტირებადია და სხვადსხვა დანამატებით გამდიდრების საშუალებას იძლევა.