UNICLED კისრისა და ნიკაპის ნიღაბი

UNICLED NECK & CHIN MASK- არის მრავალფუნქციური ნიღაბი LED ტექნოლოგიით, რომელიც მყისიერად მოქმედებს დერმისზე და უჯრედებზე, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და ასტიმულირებს უჯრედებს. გარდა ამისა, LED თერაპია მოქმედებს ადიპოციტებზე, ისეთ უჯრედებზე, რომლებიც ცხიმებს ინახავენ და ლიპიდებს დაშლაში ეხმარება. თერაპია ორგანიზმს ცხიმოვანი უჯრედების აღმოფხვრაში ეხმარება.

ხელს უწყობს კისრისა და დეკოლტეს გაახალგაზრდავებას, ნიკაპის დახვეწას, სახის კონტურების გამოკვეთას და შესამჩნევად აუმჯობესებს იდაყვებისა და მუხლების იერს. შედეგი: უფრო მკვრივი, გლუვი და ელასტიური კანი ცხიმოვანი მასის გარეშე.

UNICLED NECK & CHIN MASK-ი შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი საჭიროებების მიხედვით: კისერი, დეკოლტე, იდაყვები ან მუხლები.

LED ტექნოლოგია აძლიერებს აქტიური დერმოკოსმეტიკის ეფექტურობას, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, განდევნის კოლაგენაზას (ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია დაბერებაზე), ასტიმულირებს სისხლის ნაკადებს და იძლევა ჯანსაღ, კაშკაშა და გაახალგაზრდავებულ იერს.

LED მკურნალობა იწვევს ბიომექანიკურ გაუმჯობესებას, ქსოვილებში უჯრედშიდა სტიმულაციის, მოლეკულური რეორგანიზაციისა და გარკვეული უჯრედული პროცესების სტიმულირების ან დათრგუნვის გზით. ტექნიკას აქვს სხვადასხვა გამოყენება სინათლის ფერის მიხედვით და შეუძლია სრულყოფილად მოაგვაროს სახის კანთან ასოცირებული თითქმის ყველა პრობლემა.

0%-ით ინვაზიური და 100%-ით უსაფრთხო ტექნოლოგია.

დამტკიცებულია, როგორც უსაფრთხო და ეფექტური კანის მოვლის მოწყობილობა ექსპერტების მიერ (CE და FDA სერტიფიცირებული).

1313,00