UNICA+ დღის და ღამის სახის კრემი

დაბერების საწინააღმდეგო, დამატენიანებელი და აღმდგენი სახის კრემი. ჰიალურონის მჟავისა და შის კარაქის მოქმედების წყალობით, UNICA+ უზრუნველყოფს ნაოჭების საწინააღმდეგო ძლიერ მოქმედებას, ასევე მმატებს სიმკვრივეს, ატენიანებს 48+ საათის განმავლობაში და ამშვიდებს სახის კანს. ამასთან, უნიკალური ფორმულა აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ხდის უფრო ბზინვარეს და იცავს გარეგანი დაბინძურებისგან.

ძირითადი ინგრედიენტები:

ჰიალურონის მჟავა: ძლიერი დამატენიანებელი აქტიური ნივთიერებაა, რომელიც აღწევს კანის ღრმა ფენებს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებას. ასევე ხელს უწყობს აქტიური ნივთიერების შეწოვას კანში და აქრობს ნაოჭებს სახის კანიდან.

ვიტამინი E: კანის ბუნებრივი რეგენერატორი ძლიერი დაბერების საწინააღმდეგო ფუნქციით, რომელიც აქრობს მუქ ლაქებს და ნაოჭებს; აძლიერებს C ვიტამინის მოქმედებას.

ვიტამინი F: აღადგენს კანის ბუნებრივ ბარიერს. იცავს კანს გარეგანი დაბინძურებისგან, ახანგრძლივებს დატენიანებას და კვებავს კანის უჯრედებს;

ალფა ბისაბოლოლი: მიღებულია გვირილის ყვავილის ეთერზეთისგან, ახასიათებს აღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტი.

შის კარაქი: ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით კანს ღრმად ატენიანებს, აქრობს ნაწიბურებს და ამშვიდებს რეაქტიულ კანს.

ტკბილი ნუშის ზეთი: ახასიათებს დამატენიანებელი, დამარბილებელი და დამამშვიდებელი მოქმედება, განსაკუთრებით უფრო მგრძნობიარე კანისთვის.

ფორთოხლის ღეროვანი უჯრედები: ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, აღადგენს კანის ბუნებრივ ბზინვარებას. ასტიმულირებს კანის სიმტკიცესა და ელასტიურობას.

 

Hydroviton®: დამატენიანებელი კომპლექსი მომენტალური და ხანგრძლივი მოქმედებით.

Unickin-ის ყველა დერმოკოსმეტიკურ პროდუქტს აქვს აქტიური ინგრედიენტების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ბაზარზე, რომელიც 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან არის მიღებული.

პროდუქტი არ შეიცავს:

კომედოგენურ ინგრედიენტებს.

ალკოჰოლს.

საღებავებს.

პარაფინს.

298,00