ენდოსფეროთერაპია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა ესთეტიკურ მედიცინაში. თერაპია კომპრესიულ მიკროვიბრაციიას იყენებს, რაც საშუალებას გვაძლევს გაცილებით სწრაფად მივიღოთ სასურველი შედეგი. მიკროვიბრაცია სისხლის მიკროცირკულაცის ააქტიურებს და აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს, კომპრესია კი სხეულში სითხის გადინებასა და დეტოქსიკაციის პროცესებს იწვევს.
თერაპია განსაკუთრებით ეფექტურია: ცელულიტის, ჩამჯდარი ცხიმის, მოშვებული კანის სამკურანლოდ. შესამჩნევლად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლებს, ასტიმულირებს კოლაგენსა და ელასტინს. თერაპია უზრუნველყოფს სხეულის როგორც ვიზუალურ, ასევე შინაგან სიჯანსაღეს.
ჩვენი სპეციალისტები ენდოსფეროთერაპიას იტალიური კომპანიის სამეცნიერო კომიტეტის მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით ატარებენ.
La Clinique-ში ენდოსფეროთერაპიით დაგეხმარებით:
- ცელულიტის, მათ შორის ფიბროზული ცელულიტის მოშორებაში
- ჩამჯდარი ცხიმების გაქრობაში
- მოშვებული კანის დაჭიმვაში
- მთელი სხეულის დაბერების პროცესის შეჩერებაში
- სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში
- კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაში
- ნივთიერებათა ცვლას გაუმჯობესებაში
- კუნთების სპაზმისა და ტკივილის მოხსნაში, კუნთების ტონუსის ნორმალიზებაში
- წონის კლებაში