La Clinique-ში მეზოთერაპიის როგორც ინექციურ, ასევე არაინექციურ, აპარატულ მეთოდს გთავაზობთ. თერაპია ეფექტურია სხეულის თითქმის ყველა ზონისთვის, ინექციები გამოიყენება: სახეზე, სკალპზე, კისერზე, მკერდზე, დეკოლტეზე, ხელებზე, სტრიებზე და ცხიმის დაგროვების ლოკალიზებულ ადგილებში. მეზოთერაპია 2 კვირის ინტერვალით ტარდება და საუკეთესო შედეგის მისაღებად 3-15 მკურნალობის სესიას საჭიროებს.
მეზოთერაპია გამოიყენება:
- თმის ცვენის საწინააღმდეგოდ – ამაგრებს თმის ძირებს, მნიშვნელოვნად ამცირებს თმის ცვენას, ასტიმულირებს თმის ზრდას, აუმჯობესებს სკალიპისა და თმის ძირების სისხლმომარაგებას და აშ.
- ცელულიტის შესამცირებლად- შლის ლოკალურ ცხიმოვან ფენებს და ხელს უწყობს კანის სიგლუვეს
- ნაოჭებისა და თვალის ირგვლივ მუქი რგოლების გასაქრობად
- როგოც, სხეულის ისევე სახის კანის ელასტიურობისა და ბზინვარების გასაზრდელად
- ნაწიბურებისა, პიგმენტებისა და სტრიების მოსაშორებლად – თერაპია ასტიმულირებს კანის რეგრენაციას, რაც კანის განახლების სწრაფ პროცესს იწვევს