ჩვენი ისტორია
“La Clinique” საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრია, რომელიც 2017 წელს ორმა დამ დაარსა. ჩვენი მიზანია მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჰოლისტიკური და ინოვაციური სერვისები შევთავაზოთ.
ვამაყობთ, რომ ვართ ინდუსტრიის წინა პლანზე და ჩვენს მომხმარებლებს ექსკლუზიურად მსოფლიოს წამყვან პრემიალურ ბრენდებსა და ესთეტიკურ მედიცინაში არსებულ საუკეთესო თანამედროვე აპარატებს ვთავაზობთ. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ისეთი ინოვაციური ორიგინალი აპარატურით როგორიცაა: Soprano Titanium, Endospheres, Hydrafacial, Dermapen და სხვა.
ჩვენი სივრცე შექმნილია განტვირთვისა და სასიამოვნო დროის გასატარებლად, სადაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ გაწეული პერსონალიზებული და შედეგზე ორიენტირებული მომსახურების მიღების შესაძლებლობა გეძლევათ.
“La Clinique” არის ადგილი, სადაც ინოვციების დანერგვითა და თქვენს სილამაზეზე ზრუნვით განუმეორებელ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ესთეტიკური გამოცდილებას გთავაზობთ.