THEDIARY X LA CLINIQUE: ენდოსფერო-თერაპიის მაგიური ეფექტი

სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი და განვითარებადი სფეროა, ამიტომ, რთულია ფეხი აუბა იმას, რაც ყოველდღიურად იცვლება. თუმცა… The Diary მკითხველისთვის სანდო, საინტერესო და მრავალფეროვან რუბრიკას LA CLINIQUE-თან ერთად იწყებს, რომელშიც სილამაზის სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი პროცედურების, ინოვაციური აპარატებისა და პროფესიონალების სასარგებლო რჩევების შესახებ მოგიყვებით.

დღეს, ჩვენი რუბრიკის ფარგლებში, აპარატულ კოსმეტოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროცედურის ენდოსფერო-თერაპიის შესახებ გიამბობთ. ენდოსფერო სრულად ინოვაციური, არაინვაზიური თერაპიაა, რომელიც ლიმფური მასაჟის პრინციპით მოქმედებს და საშუალებას გვაძლევს სურვილისამებრ გამოვძერწოთ ჩვენი სხეულისა და სახის ფორმები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ენდოსფეროს თერაპია ასევე სამედიცინო დანიშნულებით, ვარიკოზის დროს და სარეაბილიტაციო მიზნითაც ტარდება.

ცნობილი გამოცემის – Vanity Fair-ის სტატიის მიხედვით, ენდოსფერო სეზონის საუკეთესო პროცედურაა, რომელიც ექსტრაორდინალურ შედეგს იძლევა. 

ოქროს სტანდარტად მიჩნეული პროცედურა კლინიკურად შემოწმებული, 100%-ით არაინვაზიური და რაც ყველაზე მთავარია, ეფექტური საშუალებაა, რომელიც იტალიში შეიქმნა. რამდენიმე ცნობილი უნივერსიტეტისა და სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკურმა ტესტირებებმა გამოავლინა გარანტირებული და გრძელვადიანი შედეგი, რომელიც თერაპიით მკურნალობას ახლავს თან.

ენდოსფერო-თერაპიის ეგრეთ წოდებული მაგიური ჯოხი, მისი ინოვაციური აპარატია, რომელიც კომპრესიული მიკროვიბრაციის მეთოდით მუშაობს. აპარატის თავაკში მოთავსებული ათეულობით მბრუნავი როლი, წარმოქმნის დაბალი სიხშირის მექანიკურ ვიბრაციას, რაც ეფექტურია ისეთ ნაკლოვანებებთან ბრძოლის დროს, როგორებიცაა:

  • ცელულიტი
  • ჩამჯდარი ცხიმი 
  • მოშვებული კანი
  • აჩერებს მთელს სხეულზე დაბერების პროცესს
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
  • ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას
  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას

გამომდინარე იქიდან, რომ ენდოსფერო არა ინვაზიურია, პროცედურებს შორის მხოლოდ 48 საათიანი შუალედის დაჭერაა საჭირო, შესაბამისად მისი გამეორება კვირაში რამდენჯერმეა შესაძლებელი, რაც სასურველი შედეგის მიღწევას აჩქარებს. 

სხეული

ინოვაციური, კომპრესიული მიკროვიბრაციის მეთოდი, რომელიც ენდოსფეროებში გამოიყენება, სრული სხეულის მკურნალობის უახლესი გზაა, რომელიც ტანის ძირითადი უბნების მიზანმიმართული მკურნალობის საშუალებას იძლევა.  პროცედურები ეფექტურია მთელ სხეულზე, შუბლიდან ფეხებამდე და ცელულიტით დაწყებული, ფორმების გამოძერწვით დამთავრებული, ეხება ყველაფერს.  

სახე

ენდოსფერო მკურნალობის სამ ფაზას მოიცავს, რომლებიც ერთობლივად მუშაობს სახის სრულ გაახალგაზრდავებაზე. მკურნალობა აღწევს კანვეშ და კანის დატენიანებაზე, ელასტიურობასა და ფორმაზე მოქმედებს. სახის ზედაპირზე კი კანის შეფერილობა ღიავდება. პროცედურა ებრძვის მუქი ლაქებს და ამცირებს თვალის გარშემო წრეებს. მკურნალობა მყისიერად მოქმედებს სახის ნაზ ქსოვილზე. ის აჩქარებს კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას გამოფიტული სახის კანის აღდგენის მიზნით და მას პირვანდელ ბზინვარებას უბრუნებს.

ცხოვრების წესისა და გარემო ფაქტორებით გამოწვეული ნაოჭების არსებობის შემთსვევაში, ენდოსფეროები ხელს უწყობს ეპიდერმისისა და სახის ქსოვილების რემოდელირებას. 

თერაპიულ მიდგომას სახის კუნთები ტონუსში მოჰყავს, რაც თავისთავად კანის გარდა, კლიენტის ჯანმრთელობაზეც აისახება. ენდოსფეროს პროცედურა კანის სიღრმეებში აღწევს და კუნთოვანი ქსოვილის სტიმულირებით სახეს უფრო აწეულ, ნათელ და ჯანსაღ ელფერს აძლევს. 

ტუჩები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენდოსფერო ანელებს კუნთების მოდუნების პროცესს, რაც თავისთავად გარანტიაა იმისა, რომ ტუჩები (და ლოყები) პირვანდელ ფორმას ინარჩუნებს და მუდმივად ტონუსში რჩება. 

ენდოსფერო-თერაპია არა ზონალურად, არამედ მთლიან სხეულზე კეთდება, პრობლემური ზონები კი უშუალოდ მოდელირების დროს მუშავდება; შედეგი მიიღება სისხლის მიმოქცევის და ლიმფოდრენაჟის ხარჯზე. როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, რეკომენდირებული მინიმალური კურსი 6, მაქსიმუმ კი 18 პროცედურისგან უნდა შედგებოდეს, რომელიც  ყოველ მეორე, ან მესამე დღეს ტარდება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *