პილინგი

ესთეტიკურ მედიცინაში პილინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პროცედურაა. აღნიშნული, დაბერებული კანის გაახალგაზრდავების მეთოდია, რომელიც კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების ექსფოლიაციას გულისხმობს და  მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

პილინგი ასტიმულირებს კანის ღრმად მდებარე უჯრედების გაყოფას. პროცედურიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კანი  ახალგაზრდა და ჯანმრთელ შეფერილობას იღებს.

პილინგის მეშვეობითვე ვებრძვით კანის სხვადსახვა ტიპის პრობლემებს – აკნეს, ნაოჭებს, გამომშრალ კანს, პიგმენტურ ლაქებს, ნაწიბურებს და სხვა.