ᲙᲝᲜᲢᲐᲥᲢᲘკალათა 0
OUR STORY / EST. 2017

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

La Clinique Skin-Bar

“La Clinique” საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრია, რომელიც 2017 წელს ორმა დამ დააარსა. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ჰოლისტიკური და ინოვაციური ესთეტიკური მომსახურება შევთავაზოთ.

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან პრემიუმ ბრენდებთან და ვიყენებთ თანამედროვე, ორიგინალურ აპარატურას, მათ შორის Soprano Titanium-ს, Endospheres-ს, Hydrafacial-ს, Dermapen-სა და სხვა ინოვაციურ ტექნოლოგიებს. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს BBL HEROic-სა და Sylfirm X-ს, რომლებიც კანის ხარისხის გაუმჯობესებას, გაახალგაზრდავებასა და სხვადასხვა ესთეტიკური პრობლემის კორექციას ემსახურება.

ჩვენი სივრცე შექმნილია კომფორტისა და განტვირთვისთვის, სადაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ, შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას გთავაზობენ.

La Clinique-ში ინოვაციური ტექნოლოგიები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა ერთიანდება, რათა თითოეულ მომხმარებელს თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის გამოცდილება შევთავაზოთ.

დაჯავშნე ვიზიტი